„ლელოს“ ბრიფინგი

საოლქო საარჩევნო კომისიებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ლელოს“ ლიდერებმა – ლანა გალდავამ, ლევან კობერიძემ და ლევან სამუშიამ ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა კანონდარღვევით მიმდინარეობს და პარტიის წარმომადგენლებს და კანდიდატებს პროცესში ჩართვის და მონაწილეობის საშუალება არ ეძლევათ. „ლელოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ ხმების დაცვისთვის გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ გზებს პარალელურად კი, უერთდებიან ქუჩის აქციებს.