„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებას ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. მათი განმარტებით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მოქალაქეების ნაწილი არ ატარებს პირბადეს და ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში არ არის დისტანცია დაცული.

მათი თქმით,  საქართველოში კოვიდსიტუაციის მძიმე გაუარესებაა მოსალოდნელი და ამიტომ არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვაა აუცილებელი.