შეხვედრა ამომრჩეველთან

დღეს სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“, ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. პროექტი „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ 2008-2012 წლებში შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და მერიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკაროების, სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობის გრძელვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფა იყო. თუმცა, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, 2018 წლიდან ეს საცხოვრისი მართვაში გადაეცა თბილისის მერიის მუნიციპალურ თავშესაფარს და მას შემდეგ ბინადართა უფლებრივი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.