„ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატის ბრიფინგი

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვას აპროტესტებს. მისი თქმით, არსებულ პირობებში თბილისის მერიას 280 ავტომანქანა ემსახურება, რაც ქუმსიშვილის შეფასებით, უპასუხისმგებლობა და ქალაქისადმი უპატივცემულობაა. მერობის კანდიდატი მოსახლეობას არჩევის შემთხვევაში მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას ჰპირდება.