„ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატი ინიციატივით გამოდის. მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მდინარე მტკვარზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს. მისი აზრით, წყლის ტრანსპორტის იდეის განხორციელება დედაქალაქს საცობებისგან განტვირთავს, ასევე თბილისის ტურისტულ პოტენციალს განავითარებს.