ლეიბორისტები სემეკის იმ დადგენილებას ასაჩივრებენ, რომელიც ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებას უკავშირდება.
დღეს პარტიის წევრები სამოქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვას დაესწრნენ. პარტიის ადვოკატი გადასახადების გაზრდას არასამართლებრივს უწოდებს. როგორც მან პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ფასის გაზრდა, ტარიფში შეყვანილმა სამომავლო და სავარაუდო ხარჯებმა გამოიწვია, რაც კანონით აკრძალულია.
პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ფასის მატება სოციალურად ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება და სემეკი პირველ რიგში მომხმარებლის ინტერესებს უნდა იცავდეს.