უკრაინის ვეტერანთა ნაკრები, ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშების გამარჯვებულია.
ტრადიციული ტურნირის ფინალში, რომელიც ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა, უკრაინამ საქართველო დაამარცხა.
ბერლინის მასტერსზე მიღებული ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებს კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და გიორგი ლომაია ვერ დაეხმარნენ, ხოლო ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს ისრაელის საერთაშორისო ტურნირისთვის ამზადებდა.
ლეგენდათა ტურნირი უკვე მეოთხე წელია, რაც იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ საქართველოს ვეტერანთა ნაკრები გახდა, ერთხელ – თურქეთი, ხოლო უკრაინამ მთავარი პრიზი პირველად მოიპოვა.