საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარემ აქციაზე მყოფი სამართალდამცველი და ექსპერტი დაკითხა. პროკურატურის შუამდგომლობით საქმეს ახალი მტკიცებულება დაერთო. საუბარია სახანძრო-ტექნიკურ-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტის კვალი აღმოჩნდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ლაზარე გრიგორიადისი საქმის საწყის ეტაპზე ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებდა, თუმცა მოგვიანებით დუმილის უფლებით ისარგებლა. ადვოკატების თქმით, ბრალდებას ბრალეულობის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია.