ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. სხდომა ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. პროკურორის განცხადებით, გამოიკითხება რამდენიმე მოწმე. დაცვის მხარის თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, რომლითაც გრიგორიადისის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მტკიცდება. მათი თქმით, დაკითხული მოწმეებიდან პირდაპირი მოწმეები ჯერ არ გამოკითხულან.