აქცია პარლამენტთან

გვიან ღამემდე გაგრძელდა აქცია პარლამენტთანაც. პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები რამდენიმე დღის წინ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქტივისტებმა მოგვიანებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ლაზარე გრიგორიადისის მამა იმყოფება და პროტესტს არ წყვეტს. მან პარლამენტთან მდებარე სკვერში თანამოაზრეებთან ერთად კარავი გაშალა. საპროტესტო ღონისძიებების ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ყოველდღიური შეკრება დააანონსეს. სამართალდამცავებმა ორ ივნისს მიმდინარე აქციაზე სულ 8 პირი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 7 პირი კი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.