ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზის გამცემი ექსპერტი დაიკითხა. მისი განცხადებით, ხანძრის გაჩენის კერის დასადგენად დამატებითი მასალა, მათ შორის ვიდეოკადრები დასჭირდა, სადაც ჩანს, როგორ ეცემა ცეცხლის მასა ასფალტზე და შემდეგ პოლიციელის ტანსაცმელს ეკიდება. პროკურატურის მტკიცებით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ლაზარე გრიგორიადისმა ისროლა პოლიციელების მიმართულებით, რაც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება. დღევანდელ პროცესზე განცხადება ბრალდებულმაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო უჩივის და თვლის, რომ მას ამ განცხადებებით ღირსება შეელახა. გრიგორიადისი მორალური ზიანის სანაცვლოდ სიმბოლურად, თითოეული მათგანისთვის 15-15 ლარის დაკისრებას ითხოვს. ბრალდებულმა პრეტენზიები გამოხატა ციხეში მოპყრობასთან დაკავშირებითაც. შემდგომი სხდომა 11 ივლისს ჩაინიშნა.

გრიგორიადის პოლიციაზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებაში ედავებიან, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.