ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი“, იგივე მინდია გორაძე, თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს. ადვოკატის განმარტებით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თურქულმა მხარემ ქვეყნის დასატოვებლად რამდენიმე დღე მისცა. რის შემდეგაც, ის მინსკში ჩაფრინდა, სადაც ბელორუსის პოლიციამ დააკავა და ამ ეტაპზე საემიგრაციო სამსახურში იმყოფება. უფლებადამცველი ასევე განმარტავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოსცემენ ლავასოღლის საქართველოს. შეგახსენებთ, ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით, ბათუმში სამი კვირის განმავლობაში გამოსვლები იმართებოდა.