ევროპარლამენტმა კარლეს პუიჩდემონს იმუნიტეტი მოუხსნა

ბრიუსელის რეზონანსული გადაწყვეტილება. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა ევროპარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი დაკარგა.

პლენარულ სესიაზე კატალონიელი სეპარატისტების ლიდერს, კარლეს პუიჩდემონს და მის ორ მოკავშირეს ხმათა უმრავლესობით ხელშეუხებლობა მოუხსნეს. შესაბამისად ესპანეთს, რომელსაც ყოფილ ლიდერზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, პუჩდემონის ექსტრადირების საკითხის გააქტიურების შესაძლებლობა ეძლევა. იმუნიტეტის მოხსნას ესპანეთის იუსტიციის უწყების მოთხოვნა და პარლამენტის შიდა მოკვლევა უძღოდა. კარლეს პუიჩდემონსა და მისი მთავრობის ყოფილ წევრებს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების გამო მძიმე ბრალდებები აქვთ წაყენებული – მათ ამბოხის წაქეზებასა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ედავებიან.

ბრიუსელში 2017 წელს ჩასული და ახლა უკვე იმუნიტეტმოხსნილი ყოფილი ლიდერი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.