აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

ბათუმში ბელარუსის მოქალაქეებმა აქცია გამართეს და ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გააპროტესტეს. „არანაირი მოლაპარაკება დიქტატორთან“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში რეჟიმს თავშესაფრისთვის გამოექცნენ, ახალი ხელშეკრულება კი ნებისმიერი მათგანის ექსტრადირების საშუალებას იძლევა. აქციის მონაწილეები გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.