მეგის ქარდავას საქმე

მეგის ქარდავას ექსტრადირება საქართველოში სავარაუდოდ 2 კვირის ვადაში მოხდება.

უკრაინის სასამართლომ მეგის ქარდავას ექსტრადირებაზე იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა უკრაინელმა ადვოკატმა დაუდასტურა. მისი განცხადებით, მყარი არგუმენტების მიუხედავად მათი პოზიცია სასამართლომ არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი უკრაინაში ორი დღის წინ დააკავეს. ამის შესახებ მეგის ქარდავას სახელით ინფორმაცია მისმა მეუღლემ გაავრცელა. ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში 2017 წელსაც დააკავეს და იგეგმებოდა მისი ექსტრადირება, თუმცა უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებით ექსტრადირება 2018 წელს შინაპატიმრობით შეცვალეს. საქართველოს პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.