ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებზე შექმნილი ვითარების გამო, ქვეყანაში უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამის შესახებ რინკევიჩსმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. „დღეს მოვიწვიე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, დღის წესრიგშია ჰიბრიდული ომის პირობებში სადამსჯელო პოლიტიკა, აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული ვითარება და „ვაგნერის“ ჯგუფის ბელარუსში ყოფნის საკითხი“, – წერს ედგარს რინკევიჩსი. ედგარს რინკევიჩსმა უკმაყოფილება გამოთქვა არალეგალური მიგრაციის ორგანიზებაში ჩართული პირების მიმართ არსებული სამართლებრივი პოლიტიკის გამო და მას ძალიან ლმობიერი უწოდა. „ვინც ეხმარება, აორგანიზებს არალეგალურ მიგრაციას და ეხმარება ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს, ეხმარება მტერს. ამისთვის, შესაძლოა, 30-დღიანი პატიმრობა დაგემუქროთ. ამ დროის განმავლობაში ადამიანი კარგად ისვენებს და როცა თავისუფლდება, აგრძელებს იმას, რასაც მანამდე აკეთებდა. რა აზრი აქვს, მოვთხოვოთ მესაზღვრეებს, შინაგან ჯარსა და ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს საზღვრის აქტიური დაცვა, თუ ასეთ სიტუაციებში სასამართლოები და პროკურატურა სხვანაირად ხედავენ ამ დანაშაულს?“ – წერს ედგარს რინკევიჩსი.