რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

რუსეთში მშვიდობიანი აქციების დარბევის გამო, ბალტიისპირეთის ქვეყნები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით გამოდიან. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. “ჩვენ ვგმობთ რუსეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას. აუცილებელია, რომ ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. ყველამ ჩვენ ევროკავშირში უნდა მივიღოთ შემზღუდავი ზომები რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემონსტრანტების დაკავებაზე“, – წერს ესტონელი დიპლომატი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთში გამართულ აქციებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას შეშფოთებით ადევნებს თვალს. მისივე თქმით, რუსეთში გამართული საპროტესტო აქციების საკითხს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაგეგმილ საბჭოზე განიხილავენ და ევროკავშირის საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელებენ.