ედგარს რინკევიჩსის ვიზიტი 

ლატვია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი აქტიური და ერთგული პარტნიორია. მომავალი სამიტის დეკლარაცია უნდა იყოს ნათელი დადასტურება, რომ გაწევრიანების მსურველებისთვის ნატო-ს კარი ღიაა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დისკუსია შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ ვიზიტი ლატვიის ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყნებს შორის შედეგზე ორიენტირებული პარტნიორობის დასტურია. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღესვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისშიც გაემგზავრება და არსებულ ვითარებას გაეცნობა. ვიზიტი ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.