ედგარს რინკევიჩსი გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ედგარს რინკევიჩსმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ცხინვალის ხელისუფლება ახორციელებს, არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა. როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის განცხადებას, რომ ეს არალეგალური ქმედება უნდა შეჩერდეს.