მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოდან დღეს დილით საერთაშორისო ჰაიკინგ პროექტი ჰაილანდერ- საქართველო დაიწყო. მასში საქართველოს და ევროპის ცხრა ქვეყნიდან 110-ზე მეტი მოლაშქრე მონაწილეობს. უმეტესობა მსგავს ლაშქრობაში პირველად არის ჩართული. ჰაილანდერის ორგანიზატორებმა ლაშქრობის წინ მონაწილეებს საკვები პროდუქტები და რუქები გადასცეს. საქართველო მე-16 ქვეყანაა, სადაც ჰაილანდერი ტარდება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით პროექტ „გრეტას“ ფარგლებში. ლაშქრობაში მონაწილეობს საქართველოში ავსტრიის ელჩიც. ჰაილანდერის მარშრუტი ბეჩო-გულის უღელტეხილს, მესტიას, თეთნულდს, ადიში-ჩხუტნიერის უღელტეხილსა და ხალდეს მოიცავს. ლაშქრობა სამდღიანია, მონაწილეებს 27 აგვისტოს ჩათვლით 60-კმ-მდე მანძილის გავლა უწევთ.