ხანძარი მესტიაში

ხანძარი ლოკალიზებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში – ადგილზე ახლა მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, შეინიშნება დაკვამლიანება. ლატალში ხანძარი გუშინ ღამით, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყვნენ როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მესტიაში ახლა წვიმს.