სამძებრო სამუშაოები

დილიდან განახლდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები. პროცესში ჩართულია 80 მაშველი, ათეულობით ადგილობრივი მაცხოვრებელი, მუშაობს ვერტმფრენი. ტერიტორიის მონიტორინგი დრონებით ხდება. მეხუთე დღეა მესტიაში 13 წლის ბიჭს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.