მკვლელობა მესტიაში

მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, პირველ იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ორი პირი დაიღუპა, ერთმა კი ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.