ვითარება სტიქიის ზონაში 

სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან მესტიაში.

ამ დრომდე მოწყვეტილია გარე სამყაროს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში. არ მიეწოდება ელექტროენერგია ადიშს, იფარს, კალასა და უშგულს. მიმდინარეობს კალა-იფარის გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის ხიდის აღდგენითი სამუშაოები. ოფიციალური ინფორმაციით, უშგულის მიმართულებით საავტომობილო გზა უახლოეს საათებში უნდა გაიხსნას.

უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა მესტიის მუნიციპალიტეტში. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა საავტომობილო გზები მულახში, ბეჩოში, იფარში და ცხუმარში. დაიტბორა სავარგულები. მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. ასევე მუშაობენ საგზაო დეპარტამენტისა და „ენერგოპროჯორჯიას“ ბრიგადები.