ახალი რეანიმობილი მესტიისთვის

მესტიის მუნიციპალიტეტს, ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სამედიცინო ჩვენების მქონე პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. მესტიის რეფერალური დახმარების ბრიგადა თბილისიდან მიწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. ამასთან, მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდების მიზნით, მესტიის საავადმყოფოს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გადაეცა. მესტიაში არსებულ სიახლეებსა და საჭიროებებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური გაეცნო.