ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ლაშა ბაქრაძე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლაშა ბაქრაძის მიმართ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ლაშა ბაქრაძის განცხადებას ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე. სამინისტროს ინფორმაციით, დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ.