მორიგი ანტირეკორდის დამყარების შემდეგ, ლარის გაცვლითი კურსი მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ორშაბათამდე ერთი ამერიკული დოლარი ორი ლარი და 86 თეთრზე ოდნავ მეტი ეღირება. ერთი ევრო კი სამი ლარი და 63 თეთრზე მეტი. მცირედი გამყარება ფიქსირდება ევროს შემთხვევაშიაც.
განსხვავებული გაცვლითი კურსი ფიქსირდება სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.