ლარის გამყარება და გავლენა ინფლაციაზე

ლარის პოზიციები უმჯობესდება.

ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გრძელდება. დღეს ლარი კიდევ ორი პუნქტით გამყარდა. ერთი დოლარის ოფიციალური ფასი ორ ლარს და 90 თეთრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ მაჩვენებელი ორი წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა. სავალუტო ბაზარზე ვითარების დასტაბილურების ძირითად მიზეზად ტურიზმიდან მიღებული გაზრდილი შემოსავლები სახელდება, თუმცა გამოწვევად რჩება მაღალი ინფლაცია. ერთი თვის წინ დაწყებული ლარის გამყარების ტენდენცია მკვეთრად გაზრდილ სამომხმარებლო ფასებზე ჯერ არ ასახულა.