ლარი მყარდება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება. ბოლო ერთ თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის 10 პუნქტით არის გამყარებული. ამ დროისთვის ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი ორ ლარად და 80 თეთრად იყიდება. ერთი ევროს შეძენა კი ორ ლარად და 85 თეთრად არის შესაძლებელი. ლარი გამყარებას სპეციალისტები ტურისტულად აქტიურ სეზონს და დაჩქარებულ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებენ. ეკონომისტების პროგნოზით ეს ტენდენცია პირდაპირპროპორციულად აისახება ინფლაციაზე და მომდევნო თვეებში პროდუქტებზე ფასების კლება გარდაუვალია. ლარის გამყარების ფონზე მოუწევს თუ არა ეროვნულ ბანკს საპროცენტო განაკვეთის შემცირება, – შალვა სუმბაძე დეტალებით.