ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს. ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი ორი ლარი და 95 თეთრი ღირს. კურსის გაუფასურებას ეროვნული ბანკი ტურისტული ნაკადის შემცირებით ხსნის.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მაკროეკონომიკური გარემო ქვეყანაში სტაბილურია. ეროვნული ბანკი აკვირდება ვითარებას და აუცილებლობის შემთხვევაში მზად არის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, თუმცა ეროვნული ბანკი ინტერვენციების აუცილებლობას ჯერ ვერ ხედავს.