ეროვნული არქივის კინოთეატრი ცნობილი ქართველი რეჟისორის აღდგენილი ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს. მაყურებელი ლანა ღოღობერიძის ციფრულ ფორმატში გადაყვანილ ცხრა ნამუშევარს ნახავს. რუსეთის საცავებიდან ჩამოტანილ ფილმებს რესტავრაციის პროცესი თვეების განმავლობაში უტარდებოდა. ფირები საკმაოდ დაზიანებული იყო.
ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა არაერთ ევროპულ ქვეყანაში გაიმართა. ახლა კი ცნობილი რეჟისორის ფილმებს მაღალი ხარისხით ქართველი მაყურებელი ნახავს. რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოთეატრში 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.