მერაბ კოკოჩაშვილის ახალი ფილმი

ექვსწლიანი გადაღებები დასრულდა. მალე მაყურებელი ცნობილი ქართველი რეჟისორის ახალ ფილმს იხილავს. მერაბ კოკოჩაშვილის ნამუშევარს „ტერცო მონდო“ ჰქვია და ის სამ სხვადასხვა ეპოქასა და ადამიანურ ურთიერთობებზეა. ფილმში რეჟისორი თემურ ჩხეიძეც მონაწილეობს.

ფილმში, რომლის სცენარის ავტორიც აკა მორჩილაძეა, მთავარ როლებს დუტა სხირტლაძე და ქეთი შათირიშვილი ასრულებენ, ასევე მსახიობის ამპლუაში იქნება რეჟისორი ლევან წულაძე. კინოსურათი საფესტივალო ცხოვრებას მალე დაიწყებს.

საპრემიერო ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ 30 მარტს გაიმართება.