ლაგოდეხში მდინარე კაბალი ადიდდა. სამეურნეო ნაკვეთებთან ერთად, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებამდეც მიაღწია. სოფლებში: ცოდნისკარში, აფენსა და კაბალში მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში მაშველები ეხმარებიან.
ლაგოდეხის მერი აცხადებს, რომ წვიმის გაგრძელების შემთხვევაში, მდინარე კაბალი, შესაძლოა, ნაპირებიდან გადმოვიდეს, რაც ადგილობრივებს დიდ პრობლემებს შეუქმნის.