კვლევა ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხზე

რამდენად უსაფრთხოა საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა. ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციამ, მგზავრთა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური სამგზავრო ტრანსპორტით საფრთხის შემცველი გადაყვანის შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. 2021 წლის მონაცემებით, საშუალებად რეგისტრირებულია სამგზავრო-საქალაქო ავტოტრანსპორტის 54 335 ერთეული მანქანა, აქედან საშუალოდ 84%,  45 812 ერთეული ტექდათვალიერებაზე არ გამოცხადებულა. ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს არ იმგზავრონ მსგავსი ტრანსპორტით და გადაამოწმონ ინსპექტირების სტატუსი შესაბამის ინტერნეტ გვერდზე.