საკანონმდებლო ბაზა შიდა სახმელეთო ტრანსპორტისთვის

შიდასახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისთვის საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება – კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა, ითვალისწინებს ბაზის 2025 წლამდე შექმნას, რომლის საფუძველზეც ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოექცევა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი და უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოება. შიდასახმელეთო წყლების ტრანსპორტი, დღევანდელი კანონმდებლობით, არ ექცევა რეგულირების სფეროში და შესაბამისად, უნდა მოხდეს მათი ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება.