საგზაო და ეკოლოგიური უსაფრთხოება

სასტუმრო „ბილტმორში“ საგზაო და ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა შეკრებილებს პრეზენტაციის სახით ტრანსპორტის სექტორის ეფექტიანი მართვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ხედვა წარუდგინა. ასევე, ორგანიზაციამ წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც შესრულდება ევროკავშირთან ასოცირებისა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებები. პრეზენტაციის შემდეგ, საგზაო უსაფრთხოების თემაზე საკითხების გაშუქებაში შეტანილი წვლილისთვის გადაცემები დააჯილდოვეს. მათ შორის პირველი არხის გადაცემები – „აქტუალური შაბათი“, „ბიზნეს-პარტნიორი“ და „რეალური სივრცე“.