კვების ობიექტის მონიტორინგი

რა გახდა 20 ადამიანის ინტოქსიკაციის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დღეს იმ რესტორანში იმყოფებოდნენ, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოწამვლის ფაქტი გამოვლინდა. სპეციალისტების განმარტებით ობიექტზე ყველა სახის პროდუქტი, მათ შორის ხორცპროდუქტები შემოწმდა, თუმცა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. დაწესებულების ადმინისტრაცია კი საკვებში რაიმე სახის დარღვევებს უარყოფს.

გუშინ კვებითი ინტოქსიკაციის შედეგად ბოჭორიშვილის კლინიკას 10-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. მოგვიანებით საავადმყოფოს იგივე მიზეზით კიდევ 10-მდე ადამიანმა მიაკითხა. ექიმების განცხადებით, ინტოქსიკაციამდე ყველა მათგანი ერთსა და იმავე ობიექტზე იმყოფებოდა და ისინი მომხდარში ამ დაწესებულებას ადანაშაულებენ.

ამ ეტაპზე არცერთი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.