აგრარული ოლიმპიადა

საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა.

ოლიმპიადაში სპეციალისტები, სტუდენტები, ფერმერები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საკონკურსო თემატიკა კი, შვიდ მიმართულებას მოიცავდა. ელექტრონულ პლატფორმაზე ოლიმპიადაში მონაწილეობის 755 მსურველი დარეგისტრირდა. ორ ეტაპად ჩატარებული ტესტირების შემდგომ, პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადის 37 გამარჯვებული გამოვლინდა.