კვარიათში, ნარაკიძეების საცხოვრებელთან გუშინ მეწყერი ჩამოწვა

ერთი ოჯახი ამ დრომდე უსაფრთხო ადგილზეა გახიზნული კვარიათში. ნარაკიძეების საცხოვრებელთან გუშინ მეწყერი ჩამოწვა და სახლს საშიშროება შეუქმნა. დაზარალებულები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა.

სიტუაციას ადგილზე სწავლობენ გეოლოგები. სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, რა სახის დახმარება გაეწევა ოჯახს, იქნება თუ არა შესაძლებელი, ადგილზე ცხოვრების გაგრძელება.