კოვიდ 19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა. საუბარია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 86 წლის ქალზე, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

ქვეყანაში ეს უკვე კოვიდ 19-ით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

რამდენიმე დღის წინ, კოვიდინფექციით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.