საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამჯერადაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს აღემატება და 23 შეადგენს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში სულ 647 დადასტურებული შემთხვევაა.
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 372,
გარდაცვლილი – 11 .
კარანტინის რეჟიმში 4373, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 386 მოქალაქე რჩება.
ყველა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია და მათი ნაწილი თბილისში მდებარე კლინიკებშია გადანაწილებული. ინფექციურისა და ბოჭორიშვილის საავადმყოფოებს ორ-ორი ახალი პაციენტი ჰყავთ. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.