კორონავირუსის ახალი შემთხვევები

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  ამჯერადაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს აღემატება და 23 შეადგენს.

საერთო ჯამში, ქვეყანაში სულ 647 დადასტურებული შემთხვევაა.
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 372,
გარდაცვლილი – 11 .

კარანტინის რეჟიმში 4373, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ –  386 მოქალაქე რჩება.

ყველა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია და მათი ნაწილი თბილისში მდებარე კლინიკებშია გადანაწილებული. ინფექციურისა და ბოჭორიშვილის საავადმყოფოებს ორ-ორი ახალი პაციენტი ჰყავთ. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.