ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები შენარჩუნდება და შემსუბუქება მოხდება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე – აცხადებს ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ნოემბრის ბოლოს შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო, ამის გარეშე ქვეყანა საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი, მიიჩნევს, რომ არსებობს რაღაც ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლის შეზღუდვა საზოგადოებაზე უფრო მეტ უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ვიდრე თავად პანდემიის საკითხი. ეს განსაკუთრებით ეხება ტრანსპორტის საკითხს და განათლების თემას. ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ სახელმწიფომ უსაფრთხო ტრანსპორტის გახსნის გეგმა უნდა შეიმუშავოს და თავის მხრივ მოსახლეობამ რეკომენდაციები გაითვალისწინოს – ამ შემთხვევაში შეზღუდვების შემსუბუქება გაცილებით ადრე მოხერხდება.