ერთკვირიანი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
გათავისუფლებულია სატვირთო ხომალდი, რომელმაც სუეცის არხში ტვირთების მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. არხში მოძრაობა უკვე განახლდა, მის გახსნას 300-მდე ხომალდი ელოდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი 400-მეტრის სიგრძის კონტეინერმზიდი 23 მარტს ძლიერი ქარისა და ქვიშის ქარიშხლის გამო სუეცის არხის სამხრეთ ნაწილში ჩაიხერგა. შედეგად 10 მილიარდ დოლარამდე ღირებულების პროდუქცია დანიშნულების ადგილზე დროულად ვერ ჩაიტანეს. მრავალ მილიონიანი ზიანი მიადგა სუეცის არხის ადმინისტრაციასაც.