ხვალიდან, 19 დეკემბრიდან პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებზე კონსულტაციები გაგრძელდება. ოპოზიცია და მმართველი გუნდი ომბუდსმენობის 8 მსურველთან დაკავშირებით მსჯელობს. დეპუტატებს შორის ბოლო შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, შესაბამისად, ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა მეათე მოწვევის პარლამენტი საკითხზე შეთანხმებას და ახალი სახალხო დამცველის არჩევას. საქართველოს კონსტიტუციით, ომბუდსმენის დასამტკიცებლად მაღალი კვორუმი – 90 ხმაა საჭირო, ხმათა ეს რაოდენობა კი დღეს პარლამენტში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს.