სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კონსულტაცია შედგა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. სხდომათა დარბაზში კონსულტაციებში ოპოზიციიდან ხათუნა სამნიძე, დავით ბაქრაძე, სანდრო რაქვიაშვილი და ლევან იოსელიანი მონაწილეობდნენ.უმრავლესობიდან – მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე. შეძლებს თუ არა პარლამენტი მაღალი კვორუმით ახალი სახალხო დამცველის არჩევას,- ეს სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. ოპოზიციას აინტერესებს, რომელი კანდიდატი იქნება მისაღები „ქართული ოცნებისთვის“. ახალი ომბუდსმენი პარლამენტმა 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.