კონსტიტუციური შეთანხმების ასლი

ილიაობის დღესასწაულზე მეცნიერებათა აკადემიის თეოლოგიის კომისიამ კონსტიტუციური შეთანხმების ასლი დაბეჭდა, რომელიც პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წლისთავისა და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოცემა დედანის ზუსტ ანალოგს წარმოადგენს და ის საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. აღნიშნული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის „კონსტიტუციური შეთანხმების“ ორიგინალი დოკუმენტის ბეჭდური ვერსიაა. საუბარია 21 წლის წინ, 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაფორმებულ შეთანხმებაზე. თორმეტი მუხლისგან შემდგარ დოკუმენტს, ხელი პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოაწერეს.