კონსტანტინე შარაშენიძემ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა
ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში დღეს საჩივრების განხილვა იგეგმება. მანამდე კი, პირველადი მონაცემებით, ოზურგეთის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ბრიფინგი გამართა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საოლქო-საარჩევნო კომისია ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
შარაშენიძემ მზადყოფნა გამოხატა ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან.