საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღე რჩება. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და მისი ოპონენტი ქემალ კილიჩდაროღლუ მხარდამჭერებთან ბოლო შეხვედრებს მართავენ. ერდოღანის კამპანიის მთავარი გზავნილია ძლიერი თურქეთი. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციას დასავლეთისგან მართულებს უწოდებს. ოპოზიციონერი კილიჩდაროღლუ კი აქცენტს ეკონომიკაზე და პოლარიზაციის დაძლევაზე აკეთებს.

დღეს რამდენიმე აქციაა დაგეგმილი სტამბოლში, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფი: ლევან ახალაია და პაატა ჯორჯიაშვილი იმყოფებიან – როგორია გარემო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე.