პარლამენტის თავმჯდომარე ოზურგეთში

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრებთან ერთად, ოზურგეთის ნომერ პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერა. 1 000 მოსწავლეზე გათვლილი ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. შენობაში განთავსებულია ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და სპორტული მოედნები. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის რეაბილიტაციისა და ტექნიკური აღჭურვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა.